14:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 13:09:41, 358 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ვიზიტის მიზანი "ჰამასის" ლიდერის, იაჰია სინვარის დაღუპვის შემდეგ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებაა.

ცნობისთვის, "ჰამასის" მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ეს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მე-11 ვიზიტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics