15:02 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 12:28:43, 349 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის IV მ/რ-ში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები მოეწყო

კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია - მორიგი კომბინირებული დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მ/რ-ის N24 და N29 კორპუსების მიმდებარედ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ჯამში, 3 000-მდე კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სკვერები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.

"N29 კორპუსთან მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო-გასართობი მოედანი, N24 კორპუსთან კი განახლდა არსებული მინი ამფითეატრი, ასევე, მოეწყო საბავშვო ზონა. ორივე სკვერში სავალი ბილიკები მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები. 

პროექტების დასკვნით ეტაპზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ორივე სივრცეში, ჯამში, 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგა. 

დასასვენებელი სივრცეების  ჯამური ღირებულება 657 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები, ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლაგომ“ განახორციელა. 

დასრულებული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ  და ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ტურძელაძემ გახსნეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics