23:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:45:07, 643 ნახვა

საზოგადოება
ელექტრონული რეცეპტის მეშვეობით, პაციენტებს აღარ ექნებათ საჭიროება, ქაღალდის ინფორმაცია ატარონ

შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უახლოეს მომავალში ჯანდაცვის სისტემა ელექტრონულ რეცეპტებზე გადავა, რაც  პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე უკვე ორი წელია მოქმედებს, თუმცა მისივე თქმით, ეს უახლოეს მომავალში  მედიკამენტების უფრო ფართო წრეზე გავრცელდება.

მინისტრის განმარტებით, როცა  პაციენტს  რეცეპტს გამოუწერენ,  ექიმს მაშინვე შეეძლება ატვირთოს ინფორმაცია და პაციენტს ქაღალდით ინფორმაციის  ტარება აღარ მოუწევს.   აფთიაქს კი,   საშუალება ექნება, კანონით დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე   მედიკამენტი გასცეს.

„მნიშვნელოვანია მკაფიოდ განისაზღვროს რა არის ონლაინ, ანუ ელექტრონული  რეცეპტი და რა არის სატელეფონო კონსულტაცია. სატელეფონო კონსულაციით რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ ნორმებს და კანონს, ეს არის არალეგალური მოქმედება,  რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება ონლაინ, ან სხვანაირად ელექტრონულ რეცეპტს,  ეს მიღებული ფორმაა, უკვე  ორი წელია პირველი ჯგუფის მედიკამენტებსზე მუშაობს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში  დაიწყება უფრო ფართო შესაძლებლობები, როდესაც  პაციენტებს  არ ექნებათ  იმის საჭიროება, რომ ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეთ, ანუ როდესაც ექიმი პაციენტს გასინჯავს და გამოუწერს რეცეპტს, ექიმს მაშინვე შეეძლება ატვირთოს ინფორმაცია და პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს. აფთიაქს ექნება საშუალება კანონის დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე  გასცეს მედიკამენტი”,-განაცხადა სერეეგნკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics