15:52 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 13:25:57, 355 ნახვა

საზოგადოება
კალაძე ოპოზიციაზე - დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვეს, მაგრამ მათი წარსული არ დავიწყებია საზოგადოებას

დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, რადგან მარტივად შესაფასებელია, თუ ვინ დგას ერთ მხარეს, რა უნდა "ქართულ ოცნებას" ქვეყნისთვის და ვინ არის მეორე მხარეს, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების წარსული უნდა შეაფასოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

"დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია შეფასება და ანალიზის გაკეთება, ვინ არის ერთ მხარეს, რა უნდა "ქართულ ოცნებას" ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ქართველებისთვის და ვინ არის მეორე მხარეს - პირდაპირ ომის გაჩაღება და მეორე ფრონტი უნდათ. ჩვენ ხომ გვახსოვს, ვინ არიან ეს ადამიანები, ხომ გვახსოვს მათი წარსული, ხელისუფლებაში ხომ იყვნენ, ხომ ვიცით, რითი იყვნენ  დაკავებულები. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსება ფეხქვეშ იყო გათელილი, ბიზნესმენები დატერორებულები - ჯერ დაიჭერდნენ, შემდეგ ღამით ციხეებში ნოტარიუსები შეყავდათ და ბიზნესის გადაფორმებები მიდიოდა, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ, ციხეებიდან პატიმრები გამოყავდათ და დაწერილ ჩვენებას აჭმევდნენ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები? - ხომ ისევ ესენი არიან, ვინც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით მოგვევლინებიან?! დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვეს, მაგრამ მათი წარსული არ დავიწყებია საზოგადოებას და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, იმიტომ, რომ ბევრმა ახალგაზრდამ შეიძლება არ იცოდეს, ვინ არიან ეს ადამიანები - ვინ არის გვარამია, მელია, სააკაშვილი, ხაზარაძე და ასე შემდეგ. ეს აუცილებლად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics