15:52 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 13:22:07, 366 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ისეთ ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია წარმოჩნდნენ, როგორც დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად რადიკალური დაჯგუფებები არიან

მივესალმებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას, მაგრამ ისეთ ადამიანებს და ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია, რომ წარმოჩნდნენ, როგორც დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად არიან რადიკალური  დაჯგუფების და სექტის წარმომადგენლები,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. 

"ზოგადად, ჩვენ მივესალმებით, რომ არჩევნებს აკვირდება ეუთო/ოდირი, მივესალმებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას, მაგრამ აქ არის მეორე თემა: ისეთ ორგანიზაციებს და ადამიანებს აქვთ პრეტენზია დაკვირვებაზე, აქვთ სურვილი, რომ წარმოჩნდნენ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რეგისტრირდებიან, "ჩემს ხმას" "პეტრეს ხმას", "პავლეს ხმას" ირქმევენ, მაგრამ რეალურად  ესენი არიან იმ რადიკალური  დაჯგუფების და სექტის წარმომადგენლები. ხომ ვიცით ყველა სახელებით და გვარებით. რაც არ უნდა დამკვირვებლები დაირქვან, საზოგადოება იცნობს მათ და კაპიკია მათი შეფასებების ფასი, ნულის ტოლია. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, რა თქმა უნდა, პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და მით უმეტეს,  საარჩევნო კამპანიაში. ყველანაირი ზღვარი გადალახეს და მათ ყველას 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს პასუხს",- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics