|
2024-10-17 17:42:36, 404 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტ კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, რენატა ლევოვსკის და მის მოადგილეს, დავით ღონღაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო. "შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. მან IFES-ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების რაოდენობის შესახებ. ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის, ასევე უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას ამ არჩევნებისთვის მზადების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო პროცესს. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარემ ცესკოს საოპერაციო-სასაწყობო სივრცეც დაათვალიერებინა. გიორგი კალანდარიშვილმა მათ საოპერაციო-სასაწყობო სივრცეში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები გააცნო და აღნიშნა, რომ სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)