|
2024-10-15 12:05:40, 351 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, მათ შორის, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა მიმდინარეობს. "საქართველოს აკვაკულტურის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია ლაბორატორიული სფეროს გაფართოება, რაც გულისხმობს შესაძლებლობების გაძლიერებას და ახალი კვლევების დანერგვას. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში აკვაკულტურის სფეროს განვითარების მიმართულებას დიდი ყურადღება ეთმობა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ დროული ნაბიჯები გადადგა და აკვაკულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესოპერატორებს შესაძლებლობა მისცა, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო დონის კვლევებით მომსახურება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის სფეროს შვიდი ახალი მეთოდი დაემატა. კვლევათა ნუსხას დაემატა: • თევზის ენტერალური წითელი პირის; • ლაქტოკოკოზის (სტრეპტოკოკოზი); • ვაგოკოკოზის; ფურუნკულოზის; • თირკმლის ბაქტერიოლოგიური დაავადების; • ლაყუჩის ბაქტერიოლოგიური დაავადებისა და • ფლავობაქტერია spp-ს დიაგნოსტიკა. დღეისათვის ლაბორატორიაში შესაძლებელია თევზის ოცამდე დაავადებებზე ჩატარდეს კვლევები. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის ქსელში გეგმურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა რაც ვლინდება ლაბორატორიული მომსახურების სფეროს გაფართოებაში. ასევე, მიმდინარეობს რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება რეგიონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირი
OpenAI-ის ხელოვნურმა ინტელექტმა პირველად შეუტია სამთავრობო ვებსაიტს
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)