|
2024-10-14 15:50:59, 469 ნახვა
საზოგადოება
„ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს“ - თბილისის მერი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ქართველი გულშემატკივრებისთვის, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. გულშემატკივრების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია - უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, ჩვენს ბიჭებს უგულშემატკივროს. იცით, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი „დინამო არენასთან“ შედარებით პატარაა, ნაკლებ მაყურებელს იტევს. შესაბამისად, განვაგრძობთ ტრადიციას და ვინც სტადიონზე ვერ მოხვდა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქვს შესაძლებლობა, ფეხბურთს დიდ ეკრანზე უყუროს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა დღევანდელი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ დანაკლისის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელები გულშემატკირების გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ. "ალბანეთი ზოგადად უხერხული მეტოქეა, არამხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ ყველასთვის. დღევანდელი შეხვედრა არ იქნება მარტივი, თუმცა მჯერა, რომ ბიჭები წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მინდვრის საფარი საუკეთესო მდგომარეობაშია და არა ისე, როგორც უკრაინასთან შეხვედრის დროს იყო. ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს. გულდასაწყვეტია გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნა. ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არ მომერიდება ამის თქმა, რომ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა გვყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი. მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. მთავარია, იყოს ის შემართება, ის ჟინი, როგორიც იყო წინა შეხვედრებში და დარწმუნებული ვარ, შედეგიც დაიდება",- განაცხადა დედაქალაქის მერმა. უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირი
OpenAI-ის ხელოვნურმა ინტელექტმა პირველად შეუტია სამთავრობო ვებსაიტს
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)