09:43 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-12 12:37:10, 299 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის "გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო" ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ჩატარდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის, ფოტოხაფანგების გამოყენებისა და პირველადი მასალების დამუშავების, ტყის მართვის, კანონაღსრულების, GPS ნავიგატორის გამოყენების, მენეჯმენტის გეგმის ანგარიშგების, ტყის მავნებელთა და ფიტოპათოლოგიურ დაავადებათა მართვის სფეროებში.

"აღსანიშნავია, რომ პროექტი "გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" მიზნად ისახავს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ასევე, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

ტრენინგების ციკლის დასკვნით შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მენეჯერი ნათია ბერიძე დაესწრნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics