18:14 - 21 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 09:46:53, 316 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა და ჯორჯია მელონს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის შემდეგ, იტალიაში ჩავიდა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. 

როგორც ზელენსკი წერს, შეხვედრაზე მელონის უკრაინის "გამარჯვების გეგმა" გააცნო.

"მთავარია, გავაძლიეროთ უკრაინის პოზიცია და ჩვენი ურთიერთობები უახლოეს მოკავშირეებთან, რათა შევქმნათ საჭირო პირობები სამართლიანი დიპლომატიისთვის. მსოფლიოს შეუძლია, დაინახოს, რომ რუსეთი უგულებელყოფს რეალურ დიპლომატიას და მშვიდობის ფორმულას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ამ ომის სამართლიანად დასასრულებლად",- წერს ზელენსკი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში რომის პაპ ფრანცისკესაც შეხვდება.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ლიდერს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებისას "ცეცხლის შეწყვეტაზე“ საუბარი არ ყოფილა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გეგელია - ოდირის დასკვნა სანქციების, არაღიარების და პროტესტის საფუძველს აღრმავებს
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტიდან სტუდენტების მსვლელობა დაიწყო [ვიდეო]
თბილისში ქუთაისელების მსვლელობა იმართება [ვიდეო]
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics