17:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 11:55:01, 394 ნახვა

მსოფლიო
ქარიშხალ „მილტონის“ გამო „რამშტაინის“ შეხვედრას ბლინკენიც არ დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ქარიშხალ „მილტონის“ მოახლოების გამო, გერმანიაში ვიზიტი გადადო, სადაც უკრაინის თავდაცვის საკითხების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ბლინკენი ამჟამად ლაოსში იმყოფება, საიდანაც გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, თუმცა ვაშინგტონში დაბრუნდება.

კითხვაზე, იქნება თუ არა აშშ საერთოდ წარმოდგენილი "რამშტაინზე", სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ საკითხი თეთრი სახლის კომპეტენციაში შედის და არა სახელმწიფო დეპარტამენტის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics