|
2024-10-08 13:39:24, 362 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა Digital Trust Summit - ის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
“საქართველოს ბანკი“, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია აქტიურად უწყობს ხელს სფეროს განვითარებას, რაც სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, “საქართველოს ბანკის“ Digital Product Owner-მა, სალომე მეგრელიშვილმა, “იდენტომატის“ მიერ ორგანიზებულ Digital Trust Summit - ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. Digital Trust Summit 2024-მა სხვადასხვა პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა, მათ შორის “ბანკინგი და ფინტექი“. აღნიშნულ პანელურ დისკუსიაში “საქართველოს ბანკის“ Digital Product Owner-მა, სალომე მეგრელიშვილმა მიიღო მონაწილეობა, სადაც ბანკებსა და ზოგადად ფინანსურ ინსტიტუტებში ფინანსური და Cloud ტექნოლოგიების შესახებ, ასევე, სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებებზე ისაუბრა. “მოხარული ვარ, რომ “საქართველოს ბანკის“ სახელით Digital Trust Summit-ში მივიღე მონაწილეობა. პანელური დისკუსიის ფორმატში ჩვენი ბანკის მაგალითზე განვიხილე თუ რა შეიძლება იყოს ფინანსური ინსტიტუტებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მთავარი მოტივაცია და მიზნები. ასევე, ვისაუბრე ფინტექ კომპანიების მზა პროდუქტების გამოყენების საჭიროებებზე და ამ საჭიროებების შეფასების პროცესზე. დისკუსიის დროს დეტალურად განვიხილე ყველა ძირითადი ფაქტორი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა, დამსწრე აუდიტორიას გავუზიარე გამოცდილება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებაზე და იმაზე თუ როგორ უნდა შევქმნათ ეკოსისტემა ჩვენი პროდუქტის ირგვლივ. ფინტექ ეკოსისტემისა და ღია ბანკინგის კონტექსტში. მესამე მხარეების სერვისების ინტეგრაცია საშუალებას მოგვცემს მომხმარებლებს კიდევ უფრო მოქნილი და მრავალფუნქციური პროდუქტები/ფუნქციები შევთავაზოთ, რაც გააუმჯობესებს და გაამარტივებს მათ გამოცდილებას. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს რომ ბანკში (და არამხოლოდ) ციფრული პროდუქტებისა და ზოგადად, ამ სფეროს განვითარებას შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, სულ ახლახან საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა “საქართველოს ბანკს“ მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო გადასცა. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებზე მუშაობას და, რაც მთავარია, ჩვენი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესის გამარტივებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის Digital Product Owner-მა, სალომე მეგრელიშვილმა.
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)