|
2024-10-07 13:47:18, 386 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე პარკი ეწყობა
სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის N3-ში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. "სამგორის რაიონში კიდევ ერთი, ძალიან დიდი პროექტი ხორციელდება. აქ საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაკეთდება. ეს სიდიდით მეორე პროექტი იქნება დედაქალაქში. პირველი არის თემქის ხევი, რომლის სამუშაოებსაც უახლოეს მომავალში ვამთავრებთ და რომლის ფართობი 25 ჰექტარია, ეს პარკი კი დაახლოებით 18 ჰექტარი გამოდის. აქ ყველა თაობის ადამიანზე იქნება გათვლილი სივრცეები დასვენებისთვის, გართობისა და ვარჯიშისთვის. მოეწყობა ველობილიკები, ძაღლების სასეირნო სივრცეები. სიახლეა, რომ აღნიშნულ პარკს დაემატება პატარა ველოტრეკი, სპორტული ველოსიპედებისთვის იქნება შესაბამისი სივრცე. ტერიტორია გამწვანდება, განათდება, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები. პარკის სამუშაოები 2026 წლისთვის დასრულდება, რადგან ძალიან მასშტაბური პროექტია და ყველაფერი ძირფესვიანად არის გასაკეთებელი",- განაცხადა კახა კალაძემ. პარკის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ფანჩატურების, სკეიტ პარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის, ასევე გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დაირგვება 8 300 ძირი ნერგი და დაითესება ბალახი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)