2024-10-02 16:22:06, 257 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ნარჩენების სწორი მართვა
![]() კომპანია "ჰანიველ ცემენტის" წარმომადგენლების მიერ კასპის ცემენტის ქარხანაში ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენების პროექტის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო. ამის შესაებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. „მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ნარჩენების სწორი მართვა, სეპარირება, შეგროვება და შემდეგ გადამუშავება, რესურსად გამოყენება, რაც ხელს უწყობს ცირკულარული, მწვანე ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ; შევიმუშავეთ პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები - ნარჩენების მართვის კოდექსი; ასევე, დავნერგეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შემცირდეს ნარჩენებით გარემოს დაბინძურება და, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და დამატებითი ღირებულების შექმნას. დღევანდელი პროექტი მგვ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩანაცვლდება ძვირადღირებული, მეტწილად იმპორტირებული საწვავი - ქვანახშირი; ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენციასთან ერთად, შემცირდება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევები.
არჩილ გორდულაძე - ოპოზიციონერები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია
Startup Grind-ი ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოფს გამართავს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს
ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
ომი უკრაინაშირუსებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჯგუფი, - ომბუდსმენი
![]() პუტინი - ვინც კურსკშია შემოჭრილი, არიან ტერორისტები და უნდა მოვექცეთ როგორც ტერორისტებს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
|