|
2024-10-02 11:49:35, 283 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩას, რომლის სიგრძე 2 600 მეტრია, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, 2025 წლის მარტში დასრულდება. "ქუჩაზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ უკვე განახლებულია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები. ამ ეტაპზე, შეიცვლება გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელები, ხოლო საჰაერო სადენები, როგორც ეს ყველა მსგავსი პროექტის განხორციელების დროს ხდება, მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. მოეწყობა ტროტუარი და გადასასვლელი კუნძულები, ხოლო საავტომობილო გზაზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის, მოეწყობა მოსაცდელები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ზოგადად, აღნიშნული ქუჩა იყო მძიმე მდგომარეობაში, საჭიროებდა განახლებას, მოწესრიგებას, ამიტომ, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია",- განაცხადა თბილისის მერმა. აღნიშნული სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)