08:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 20:07:11, 405 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კამპანიის შუაგულში ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ - ერთად გავიმარჯვებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან სამხედროების მითითებები. ამის შესახბე ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელს აქვს გადაწყვეტილი, რომ უსაფრთხოდ დააბრუნოს მოსახლეობა თავიანთ სახლებში.

„ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კამპანიის შუაგულში ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. გუშინ ვთქვი, რომ ეს დღეები დიდი მიღწევებისა და დიდი გამოწვევების დღეებია. დიდი მიღწევები, რადგან ჩვენ ჩავშალეთ ნასრალასა და მისი ზედა სარდლობის, ასევე „ჰეზბოლას“ გეგმა გალილეის ოკუპაციის შესახებ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ჩვენი მოსახლეობა ჩრდილოეთში თავიანთ სახლებში, მაგრამ მეორე მხრივ, არის დიდი გამოწვევები“,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics