12:01 - 13 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 10:58:10, 232 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - ინვესტიცია განსაკუთრებით მისასალმებელია სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელ სექტორში

ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ახალი საწარმოს  გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან  და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აგრარული დარგის განვითარებისთვის.

“ქობულეთში ციტრუსის გადამმუშავებელი ახალი საწარმო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. განხორციელდა უცხოური ინვესტიცია, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელ სექტორში. ყოველწლიურად რეგიონში 10-15 ათასი ტონა ციტრუსის გადამუშავება ხდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თანამედროვე საწარმოს ფუნქციონირება, რომელიც უზრუნველყოფს ფერმერებისგან ციტრუსის მიღებას და გადამუშავებას, შემდგომ დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს, რომლის ექსპორტი განხორციელდება, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე, შესაბამისად, შეიქმნება დამატებული ღირებულება. ასეთი მასშტაბის პროექტები ჩვენი ქვეყნისთვის, სოფლის მეურნეობისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ მივესალმებით და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ინვესტორებს”,- განაცხადა შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმო სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის. კომპანიას ასევე აქვს სამაცივრო მეურნეობა 3 000 ტონამდე ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად. კომპანია მზადაა, უკვე მიმდინარე წელს ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდოს მანდარინი და გადაამუშაოს.

ქობულეთის საწარმოში ქართულ-სლოვაკური ინვესტიცია კომპანიამ “შპს იბერია ორბი“ განახორციელა. ამ ეტაპისთვის, 3,5 მლნ ევროზე მეტი დაიხარჯა, თუმცა კომპანია დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს
ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება
რუსებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჯგუფი, - ომბუდსმენი
თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics