|
2024-10-01 10:36:56, 267 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძე ხუან ალკოლეა რუისს შეხვდა და მადლობის სიგელით დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ესპანეთის სამეფოს პოლიციის ატაშე საქართველოში - ხუან ალკოლეა რუისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის “მადლობის სიგელით" დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მარკოს გრანადოს გომესი ესწრებოდა. “ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრის ფარგლებში აღნიშნა, რომ ხუან ალკოლეა რუისს, რომელიც საქართველოში მოვლენილია 2021 წლიდან განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის ოპერატიული და არაოპერატიული ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცებაში. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დასაფასებელია მისი უშუალო ჩართულობა და ძალისხმევა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის რეადმისიის შესახებ საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმისა და მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)