13:40 - 05 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 09:34:42, 311 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 649 170-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 649 170-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 27 სექტემბრის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 649 170;
  • ​ტანკი -  8 846;
  • ჯავშანტექნიკა - 17 396;
  • საარტილერიო სისტემა - 18 678;
  • სარაკეტო სისტემა - 1 199;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 961;
  • თვითმფრინავი - 369;
  • ვერტმფრენი - 328;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 16 031;
  • საკრუიზო რაკეტა - 2 608; 
  • გემი/ნავი/კატარღა - 28;
  • წყალქვეშა ნავი - 1; 
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 25 411;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 3 192.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მთავარი არხის“, „ტვ-პირველისა“ და „ფორმულას“ ერთობლივი განცხადება
ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვულ ობიექტებს უნდა დაარტყას
მედია - ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა დაღუპულია, სულ მცირე, 70 ადამიანი
ნათია უჩავა 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics