|
2024-09-25 11:05:50, 464 ნახვა
სამართალი
შსს - „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ტ.ფ. ხოლო „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან 1981 წელს დაბადებული მ.გ. და 1968 წელს დაბადებული ვ.გ. „დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვ.გ.-სა და მ.გ.-ს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს: ტ.ფ.-ს, გ.კ.-ს და კ.ვ.-ს მიმართეს. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფმა პირებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ, ერთი თვის ვადაში 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მ.გ,-მ დათქმულ ვადაში გადაიხადა. აღნიშნული თანხის ნახევარი დავის მოგვარებაში მონაწილე კრიმინალურ ავტორიტეტებზე გადანაწილდა. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)