23:59 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 16:56:17, 400 ნახვა

საზოგადოება
მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N35 კორპუსთან საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N35 კორპუსთან სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, სამუშაოების შედეგად შიდა ეზოში, 2 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება - აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 125 000 ლარი დაიხარჯება. 

"ამასთან, აღნიშნულ მისამართზე "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, შიდა და გარე ქსელი რვავე სადარბაზოში, დაახლოებით, 521 გრძივ მეტრზე შეიცვალა, რისთვისაც 201 148 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics