|
2024-09-17 17:07:48, 321 ნახვა
საზოგადოება
SOLO Books-ის მხარდაჭერით, ფილიპა პერის წიგნი - „ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ“ გამოიცა
SOLO კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO Books-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებს აძლევს წვდომას ქართულად ნათარგმნ მსოფლიო ბესტსელერებზე. ინიციატივის ფარგლებში, 18 სექტემბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის ფილიპა პერის მსოფლიო ბესტსელერი წიგნის - “ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ“ პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნული წიგნი SOLO Books-ისა და Visa-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში “ცნობისმოყვარე პანდასთან“ თანამშრომლობით ქართულ ენაზე გამოიცა. პრეზენტაციას გაუძღვებიან “ცნობისმოყვარე პანდას“ დამფუძნებლები, ნინი ჩიქოვანი და სოფო მუსერიძე. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, ამისათვის გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე. ამასთან, წიგნის თემატიკაზე გაიმართება ფსიქოლოგ ელენე ბაჩიაშვილის Workshop-ები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს. “კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობისათვის, უკვე რამდენიმე წელია SOLO Books-ის პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ამჯერად ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, გამოვეცით წიგნი მეტყველი სათაურით - “ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ“ - ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება მშობლებს, მხარი დაუჭირონ შვილების განვითარებას ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებით, ურთიერთპატივისცემის გზით. ეს არის აღნიშნული წიგნის საიუბილეო, 45-ე ენაზე ნათარგმნი ვერსია და გვეამაყება, რომ ზუსტად SOLO-ს მხარდაჭერით მოხდა მისი თარგმნა. SOLO Books-ის სერია კი გაგრძელდება და თავისი ახალ-ახალი გამოცემებით არაერთხელ გაგიღებთ კარს მსოფლიო ლიტერატურის შთამბეჭდავ სამყაროში”,- აღნიშნავენ SOLO-ში.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)