|
2024-09-15 10:03:26, 374 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ, დღეს რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ
კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც დღეს ოპოზიციად გვევლინება, როდესაც ხელისუფლებაში იყო, კლავდა და აუბედურებდა ადამიანებს, დღეს ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ", - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი საარჩევნო კამპანიის შესახებ. „სიძულვილს და ბულინგს რაც შეეხება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" თანმდევი პროცესი. მე კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ვსაუბრობ, იმ რადიკალურ დაჯგუფებაზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციად გვევლინება. რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იმისა, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. თუნდაც, მაგალითად, ახლა, როდესაც ჩვენ საზოგადოებას საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარვუდგინეთ, ყველამ ნახა, როგორი თავდასხმები მიდიოდა ჩვენს გმირ და ღირსეულ ოლიმპიურ ჩემპიონებზე, სპორტსმენებზე. ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" თანმდევი პროცესი, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენონ, გალანძღონ, დააბულინგონ, სტრესში ჩააგდონ. ადრე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ ადამიანებს, დღეს უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ, სამწუხაროდ... სამწუხაროა, რომ კიდევ წარსულში არიან ჩარჩენილები და ფიქრობენ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, საზოგადოებასთან შეხვედრისას ამა თუ იმ პარტიისთვის ხელის შეშლით შეუძლიათ რაღაც ბენეფიტები მიიღონ. წარმოუდგენელია უბრალოდ. მხოლოდ და მხოლოდ მინუსები და ნეგატივი შეიძლება მიიღოს კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ". დღეს ქვყეყანაში გვაქვს თავისუფალი გარემო, სადც ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკოსს შეუძლია, აწარმოოს საარჩევნო კამპანია და არ არის სწორი ეს ხელის შეშლები, მივარდნები, შეურაცხყოფის მიენება და ასე შემდეგ. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვინც ამ ფორმით მოქმედებს, 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს შესაბამის პასუხს", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
Rybar-ის ქსელის დაკავებულ დამფუძნებელს დრონები და ელექტრონული აღჭურვილობა აღმოაჩნდა
უკრაინამ ტვერის რეგიონში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანას და ბელგოროდის მახლობლად ნავთობის საწყობს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)