|
2024-09-13 17:19:59, 398 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეს - მზად ვარ, დავასახელო ის ფონდები, საიდანაც მოვიზიდავთ 14 მლრდ ევროს - თუ მართალი ხართ, დავსხდეთ დებატებში
მე მზად ვარ, პირდაპირ ეთერში ორივე დავსხდეთ და ვაჩვენო საზოგადოებას, რომელ ფონდებზე არის საუბარი იმიტომ, რომ მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რომელსაც თქვენ კადრულობთ,- ასე პასუხობს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე 14-მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას. ვაშაძის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების დაწყებისთანავე აღნიშნული დაფინანსება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება. "ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რომელიც თავის გუნდთან ერთად ბლოკავს 14 მილიარდი ევროს მიღებას. ბატონო ირაკლი, თქვენითვის სასურველ დროს, თქვენთვის სასურველ ტელეარხზე, მზად ვარ, მოვიტანო სახელობითად ის ევროპული ფონდები, საიდანაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მოვიზიდოთ 14 მლრდ ევრო. სახელობითად ჩამოგითვლით ყველა ფონდს, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ის თანხა მოვიტანოთ და თუ თქვენ არ გეშინიათ სიმართლის და თუ თქვენ არ ბლოკავთ 14 მლრდ ევროს, მე მოვიტან ყველა იმ ფონდის დასახელებას, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია 14 მლრდ ევროს მოზიდვა. მე მზად ვარ, დოკუმენტალურად პირდაპირ ეთერში ორივე დავსხდეთ და ვაჩვენო საზოგადოებას, რომელ ფონდებზე არის საუბარი იმიტომ, რომ მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რომელსაც თქვენ კადრულობთ იმიტომ, რომ თქვენ ხართ მატყუარა ადამიანები. უფრო მეტიც, დაკავებული ხართ ჩემი გამონათქვამების გაყალბებით, თქვენ მიერ მართულ ტელეარხებზე. რაც არ მითქვამს, იმას აწერთ ჩემს ფოტოს, ეს არის თქვენი სიყალბის ხელწერა. ამიტომ, თუ თქვენ მართალი ხართ, არ უნდა შეგეშინდეთ და პირდაპორ ეთერში მოდით, დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინაშე მე ჩამოგითვლით ყველა იმ ფონდის სახელწოდებას, საიდანაც 14 მლრდ ევროს, მინიმუმ 14 მლრდ ევროს საქართველო მიიღებს",- მიმართავს ვაშაძე კობახიძეს. შეგახსენებთ, დღეს, 13 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბრისას განაცხადა, რომ "14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია - მორიგი ტყუილია, რომელსაც ავრცელებენ".
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)