|
2024-09-13 13:39:38, 327 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლეიშვილი - გიგაურის გამოსვლის ტექსტს თუ გადახედავთ, მიხვდებით, თუ როგორ ხდებოდა დასმენა სხვადასხვა ჯურის „უფროსი ძმის“ წინაშე საუკუნეების განმავლობაში
ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის გამოსვლას "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. ნიკოლეიშვილი, გიგაურის განცხადებაზე, რომ "ერთხელ უკვე ააშენეს საქართველოში დემოკრატია", ამბობს: "ტომით ქართველის, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლის, აგენტ ეკა გიგაურის გამოსვლის ტექსტს თუ გადახედავთ, ბევრი ისეთ რამეს აღმოაჩენთ, მარტივად მიხვდებით, თუ როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის დასმენა სხვადასხვა ჯურის "უფროსი ძმისა“ თუ "გულმხურვალე მეგობრების“ წინაშე საუკუნეების განმავლობაში, იმ მიზნით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ვერ შეგვენარჩუნებინა",- აცხადებს ნიკოლეიშვილი. მისივე თქმით, არ იცის, როდის იქნება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი, მაშინ, როცა მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში "დიდი თაღლითები, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლებიან, თუ მანამდე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მერე, როცა უცხოელების პატარა ადგილობრივი თაღლითები საბოლოო კრახს განიცდიან". "დაბეზღების სიტყვის ბოლოს ჩემი ყურადღება, აგენტ გიგაურის ამ სიტყვებმა მიიქცია: "ამერიკისა და მისი მოკავშირეების დახმარებით, ჩვენ ერთხელ უკვე ავაშენეთ მსოფლიოს ამ ნაწილში განვითარებადი დემოკრატია და მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ახლაც გავიმარჯვებთ სახელოვნად"-ო. თურმე, ნუ იტყვით, ერთხელ უკვე გვქონია აშენებული დემოკრატია, საინტერესოა, როდის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ვერ მოასწრებდა, ძალიან მალე მოუწყვეს გადატრიალება, შევარდნაძეზე ეჭვი მეპარება ასეთი რამე ეთქვა, დღევანდელი ხელისუფლება ხომ მიუღებელია, ე.ი. სააკაშვილის პერიოდზეა საუბარი, ცხადია, ის იყო დემოკრატიის შუქურა, ადამიანების ქართული ციხეების ამავსებელი, ოპონენტების მკვლელი, რუსეთთან "მეომარი“, ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ობიექტების გამჩუქებელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის საფარქვეშ, ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად არალეგალურად შემოპარული! ამ პერიოდს, მისტირის და შენატრის გიგაური და ეთანხმება სენატორი, უფრო მეტიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას თაღლითებს ეძახის და მოშორებით ემუქრება. არ ვიცი, როდის იქნება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი, როცა მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში დიდი თაღლითები, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლებიან, თუ მანამდე, ჩვენი საპარლამენტო არჩევნების მერე, უცხოელების პატარა ადგილობრივი თაღლითები საბოლოო კრახს როცა განიცდიან“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)