16:19 - 26 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 23:44:17, 360 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით Socca Grand Prix 7-ის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნა

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, მზიურის პარკში არსებულ MASTER LEAGUE ARENA-ზე Socca Grand Prix 7-ის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რის შემდეგაც, თბილისის მერიის გუნდთან ერთად, ესპანეთის გუნდს, EUSKADI F7-ს შეხვდა.  თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. 

თამაშის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსგავსი ტურნირების მნიშვნელობას ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის

"ძალიან სასიამოვნოა, რომ მიმდინარეობს საკლუბო ჩემპიონატი 7x7. ჩვენ ამ ტურნირს რამდენიმე წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი და დღეს უკვე საერთაშორისო არენაზე გავედით. სხვადასხვა ევროპული ქვეყნები სტუმრობენ დღეს დედაქალაქს და ქართული კლუბებიც მონაწილეობენ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სპონსორსა და იმ ადამიანს, ვინც გვერდით უდგას ამ ტურნირს. განსაკუთრებული მადლობა კი ორგანიზატორებს. ზოგადად, ძალიან კარგია ფეხბურთი და მსგავი ტურნირები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

ეს არის პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი ISF-ის ჩართულობით, რომელიც 7x7 ფორმატით იმართება. იგი წარმოადგენს International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივ პროექტს. ტურნირში 13 ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 

"ჩემპიონატში მონაწილეობენ გუნდები საქართველოდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, მოლდოვადან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ეგვიპტიდან, ბელგიიდან და ომანიდან. საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი: თბილისის მერია, ბეთლაივი, რევაინი და ქროსთი. 

ჩემპიონატი ყოველწლიურად გაიმართება და ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო სამი წლის მანძილზე, მასპინძელი კვლავ საქართველო იქნება", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეები პროკურატურისკენ მიემართება
ყვარელში ე.წ კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის სახლის დაწვა სცადეს
რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვაზე ვატიკანში საქართველოს ორი პრეზიდენტი იმყოფება
ზელენსკიმ რომში ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა - მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი