|
2024-09-10 15:07:07, 291 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - ხელოვნურად ორგანიზებული საჩივრების გზით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებული მანიპულაციური კამპანია გრძელდება
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, იმ საფრთხეებზე და ტენდენციებზე საუბარი, რაც უკვე გამოიკვეთა ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებულ ქმედებებში. საინტერესოა, რომ ეს ქმედებები ზუსტად იმეორებს 2020 წლის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას, რაც ითვალისწინებს პროცედურული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო ადმინისტრაციის და აქედან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს დაზიანებას,- ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. როგორც იოსელიანმა დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამჯერად, საქმე ეხება ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევის სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივად გასაჩივრების ორგანიზებულ პროცესს. "გუშინ, 9 სექტემბერს 15 თითქმის ერთი და იგივე შინაარსის საჩივარი შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ ოლქების დასახელებით და ხელმომწერი პირებით განსხვავდება. ცხადია, ასეთი ორგანიზებული გასაჩივრების მიზანია, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები საარჩევნო კომისიების არჩეული პირების მიკერძოებაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ წინასწარ აცნობა საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, საჩივრების რაოდენობის ხელოვნური ზრდით, ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს და ამით შეირყეს არჩევნებისადმი ნდობა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას, ისევ ამ პროცესის დისკრედიტაციის გზა აირჩია და ამ გზაზე საკუთარ სამიზნედ უკვე მერამდენედ ამოირჩია საარჩევნო ადმინისტრაცია. არადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ადმინისტრირებული იყოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ცხადია, ჩვენ ყველა საჩივარს განვიხილავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამომრჩევლის და ჩართული მხარეების ინფორმირებას იმ გამოწვევებზე და ტენდენციებზე, რამაც შეიძლება საარჩევნო პროცესის დაზიანება გამოიწვიოს. შევახსენებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებაზე, იმგვარად, რომ პატივი ვცეთ ამომრჩევლის საუკეთესო ინტერესებს",- აღინიშნა ბრიფინგზე.
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)