|
2024-09-09 17:32:34, 320 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროგრამის მონაწილეებს შეხვდა, პირადად მიულოცა კონკურსში გამარჯვება და წარმატებები უსურვა. "ჩვენ გვქონდა მაღალი მოსწრების სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გასაუბრებები, ისინი დაიწყებენ და შეიძენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას, რაც ვფიქრობ, მათი კარიერული ზრდის კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ნაბიჯი. ჩვენთვის საინტერესოა ახალი, კომპეტენტური, დაინტერესებული, მოტივირებული კადრების მიღება და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვისაც ეს იქნება განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც საბოლოოდ წაადგება როგორც მათ, ისე სახელმწიფო სტრუქტურებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეთა შერჩევა კონკურსის გზით მოხდა - შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი სტაჟირების მსურველი ახალგაზრდების აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა იყო. სამინისტროში გასაუბრებისას უპირატესობა უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს მიენიჭათ. სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებში სტაჟირებას სულ 86 ადამიანი გაივლის (34 - ცენტრალურ აპარატში, 52 - საქვეუწყებო ორგანიზაციებში). სამინისტროში დასაქმებული სტაჟიორები იმუშავებენ არაერთი მიმართულებით: ეკონომიკა, სამართალი, ბიზნეს-ადმინისტრირება, ენერგეტიკა, ფინანსები/აუდიტი, სტრატეგიული კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, ტურიზმი, სივრცითი დაგეგმარება, გეოლოგია/კარტოგრაფია, კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ტრანსპორტი/ლოგისტიკა, საჯარო მმართველობა და სხვა. სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, სრულად ჩაერთონ სამინისტროს და მისი ქვეუწყებების საქმიანობაში, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დეტალურად გაეცნონ საჯარო უწყებების მუშაობის სპეციფიკას, რაც საბოლოო ჯამში, მათთვის დიდი პროფესიული პრაქტიკა იქნება. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ახალგაზრდებს აძლევს კარიერული განვითარების საშუალებას და ის მომავალ წლებშიც გაგრძელდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)