2024-09-05 12:04:04, 286 ნახვა
საზოგადოება
What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში - გამოფენის ტურები
"თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში. გამოფენის ფარგლებში, გიწვევთ ხელოვნებათმცოდნის მარიამ შერგელაშვილი და ხელოვან დათო მესხის ტურებზე. ტურები გაიმართება: 10 სექტემბერი, 19:00 საათი | დათო მესხი, ხელოვანი 14 სექტემბერი 17:00 საათი | მარიამ შერგელაშვილი, ხელოვნებათმცოდნე და კურატორი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას. "თიბისი კონცეპტის" საგამოფენო სივრცეები ნინო ჩუბინიშვილის ნამუშევრებს 14 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. გამოფენა დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება. ნინო ჩუბინიშვილი / ჩუბიკა, (დაიბ.1969) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1990იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენის და კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა კოსტიუმის დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში (Institut Français de la Mode). აქვს ისეთი მოდის სახლებთან მუშაობის გამოცდილება როგორებიცაა კენზო და პიერ კარდენი. ჩუბიკა როგორც მოდის სამყაროს ისე თანამედროვე სახელოვნებო სცენის მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1990-იან წლებში იყო არაფორმალური მულტიმედიური არტისტული ჯგუფის გოსლაბის წევრი. ხელოვანის და მისი ნამუშევრების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მის პერსონალურ ვებგვერდს: www.chubika.com მისამართი: "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7. ავტორი: R (რეკლამა), თბილისში სვანების, რაჭველების, აჭარლების, იმერლების, მეგრელების და ქართლელების მსვლელობები იმართება [ვიდეო]
2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
ზურაბიშვილი - მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე სიტყვით გამოვალ
ზურაბშვილი - ჯერ არ ვართ საბჭოთა სისტემაში, რომ კობახიძის ნათქვამი, ყველამ დაიჯეროს
|
ომი უკრაინაშიხანძარი მძვინვარებს ყაზანში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შემდეგ - ვიდეო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
|