|
2024-08-31 17:40:16, 473 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - უკრაინის მხრიდან კურსკის ოლქზე თავდასხმის გამო ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება
უკრაინის მხრიდან კურსკის ოლქზე თავდასხმის გამო ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. როგორც ლავროვმა აღნიშნა, "უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, რომ ტყვეები აჰყავს და მიწების დაკავება შემდგომი მოლაპარაკებებისთვის სურს". "ძალიან რთულია იმის განსჯა, თუ რა მიზანი და ჩანაფიქრი ჰქონდათ უკრაინელებს. მაგრამ ახლა პოლიტოლოგები ამას განიხილავენ. თვით ზელენსკიმაც კი თქვა- მას ხანდახან ფროიდისეული აღიარებები წამოსცდება ხოლმე - რომ ეს მათ შემდგომი გაცვლებისთვის დასჭირდებათ. ამიტომ თურმე ტყვეებიც აჰყავთ და კვადრატული კილომეტრების დაკავებაც სურთ. ეს ისე გულუბრყვილოდ და მიამიტურად ჟღერს. ჩვენი ტერიტორიის საკითხს არავისთან არ განვიხილავთ. ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ", - განაცხადა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)