|
2024-08-30 14:52:42, 811 ნახვა
სამართალი
ბექა ძამაშვილი - იმ კანონზე, სადაც იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, საქმიანობის შეზღუდვა, სტრასბურგის სასამართლომ არც დააჩქარა, 9 წლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება - ეს ერთი საქმე კარგი სახელმძღვანელოა
ეკო დიფენსის საქმეზე ძალიან კარგი ფაქტი დაფიქსირდა გასაანალიზებლად. სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში 2013 წელს და როდის გამოვიდა გადაწყვეტილება? – 2022 წელს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო განხილვაზე განაცხადა. ბექა ძამაშვილის განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: „ეკო დიფენსის საქმეზე ძალიან კარგი ფაქტი დაფიქსირდა გასაანალიზებლად. სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში 2013 წელს და როდის გამოვიდა გადაწყვეტილება? – 2022 წელს. მე გესაუბრებით იმ კანონზე, სადაც იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ლიკვიდაცია, საქმიანობის შეზღუდვა და ა.შ. და ერქვა მძიმე სახელი – აგენტი იყო პირდაპირ სახელწოდებაში. ამ საქმეზეც კი, ამ კანონთან მიმართებითაც კი, სტრასბურგის სასამართლომ არც დროებითი ღონისძიება გამოიყენა, არც დააჩქარა, 9 წელი იხილავდა და 9 წლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ანუ ეს თავისთავად აჩვენებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ ჩათვალა, რომ შესაძლოა, დამდგარიყო ისეთი ზიანი, რომელიც მერე ვეღარ გამოსწორდებოდა. სხვა შემთხვევაში, მერწმუნეთ, რომ 9 წელი არ მოანდომებდა განხილვას. იმ სახელმწიფოს კანონზე დარღვევა როდესაც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ, საინტერესოა, რა დააკისრა სახელმწიფოს. სტრასბურგის სასამართლომ მხარეს დააკისრა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება. ევროპული სასამართლო თუ საქმე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და მიიჩნევს, რომ პირდაპირ თვითონ უნდა მიუთითოს, ავალებს ხოლმე სახელმწიფოს, მათ შორის, ზოგად ღონისძიებებს, მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილებებს. ეკო დიფენსის საქმეზე ასე არ ჩათვალა. ანუ ის კანონი, რომელზეც ლიკვიდაცია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მძიმე სახელდება, საქმიანობის შეზღუდვა, იმ კანონთან მიმართებითაც კი არ ჩათვალა, რომ თვითონ უნდა მიეთითებინა, და როდესაც მინისტრთა კომიტეტმა უკვე კონკრეტული ღონისძიებები დააკისრა სახელმწიფოს, რა იყო? – ეს იყო ზიანის ანაზღაურება, გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმება ან ხელახალი ჩატარება და ა.შ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რაც უნდა კანონმა თეორიულად რაიმე დარღვევა გამოიწვიოს რომელიმე ადამიანის უფლების, ეს ვერ იქნება გამოუსწორებელი, ეს ზიანი ავტომატურად გამოსწორებადია სამართლებრივი გზებით და, შესაბამისად, განმწესრიგებელ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი სამსჯელო – ხომ არ დადგება გამოუსწორებელი ზიანი და ცალკე აღებული ეს ერთი საქმე სტრასბურგის სასამართლოსი, ვფიქრობ, კარგი სახელმძღვანელოა – შესაძლებელია თუ არა გამოუსწორებელი ზიანის დადგომა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)