|
2016-02-19 16:50:53, 468 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა დუბრავკა სიმონოვიჩი მიიღო
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა სიმონოვიჩი მიიღო. მინისტრთან ერთად შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდა. როგორც “ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანმა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომელთაც სამინისტრო ქალთა უფლებების განმტკიცებისთვის ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ამ ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის სტამბულის კონვენციასთან, რომლის მიზანია, ოჯახში ძალადობისგან დაიცვას ყველა. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ქალთა უფლებების დაცვა ეფექტურად მაშინ, როდესაც შეიძლება ქალები გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი − იქნება ეს ოჯახში თუ სხვაგან. აღინიშნა, რომ საქართველო დგამს ძალიან დიდ და პროგრესულ ნაბიჯს, როდესაც ამ გაზაფხულზე უკვე მოახდენს სტამბულის კონვენციის რატიფიკაციას, და არა მხოლოდ რატიფიკაციას, არამედ საკანონმდებლო რეფორმებს განახორციელებს იმისთვის, რომ ჩვენი ქართული კანონი იყოს სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობაში. ვისაუბრეთ სამომავლო თემებზე, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს; მაგალითად, როგორ უნდა დაიცვას ჩვენმა კანონმდებლობამ სუროგატი დედის უფლებები, რომელიც დღეს საერთოდ არ არის დაცული; როგორ უნდა დავიცვათ უკეთესად ჩვენი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებზეც სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი ინიციატივით მთავრობამ ერთსულოვნად დაამტკიცა ცვლილებები და ახლა პარლამენტში იხილება; და როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ქალები და მამაკაცები იყვნენ თანაბრად წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა. გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოში ვიზიტი 15 თებერვალს დაიწყო და მისი ვიზიტი დღეს დასრულდება.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)