03:48 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-29 11:31:37, 353 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს საჯარო გამოსვლის უნარების კურსი დაემატა

"საქართველოს ბანკი" უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ბიზნესებისთვის საგანმანათლებლო პროექტების შექმნასა და განვითარებას. ახლახან პლატფორმა Businesscourse.ge-ს საჯარო გამოსვლის უნარების კურსი დაემატა, რომელსაც რუსუდან კვაჭანტირაძე უძღვება.

საჯარო გამოსვლის უნარების კურსის გავლის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პრეზენტაციის უნარები გაიუმჯობესონ და აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია დაამყარონ.

კურსი რამდენიმე ვიდეოლექციისგან შედგება და ფარავს შემდეგ საკითხებს:

  • წარმატებული პრეზენტაციის კრიტერიუმები
  • საჯარო გამოსვლისთვის მომზადება
  • პრეზენტატორის ვიზუალური მხარე
  • პრეზენტატორის ხმა
  • პრეზენტაციის შინაარსი
  • აუდიტორიასთან კომუნიკაცია
  • დარწმუნების ტექნიკები
  • კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა
  • აუდიტორიის შიში და დაძლევის მეთოდები

აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" საგანმანათლებლო პლატფორმაზე Businesscourse.ge ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი უფასო კურსი მარკეტინგის, ფინანსების, სოციალური მედიის მენეჯმენტის, კომუნიკაციების და ბიზნესისთვის რელევანტურ სხვა საკითხებზე. კურსები ვიდეოგაკვეთილების ფორმატშია განთავსებული, შესაბამისად, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან გაიაროს სასურველი კურსი.

საჯარო გამოსვლების კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics