|
2024-08-15 14:44:11, 479 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ გადახდების მენეჯერს ბმულით გადახდა დაემატა
"საქართველოს ბანკი" ბიზნესებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ გადახდებს, გამორჩეულ ციფრულ პლატფორმას - გადახდების მენეჯერს სთავაზობს. ეს არის ერთიანი სივრცე, საიდანაც შესაძლებელია, როგორც არსებული გადახდების ნახვა და მართვა, ასევე ახალი გადახდის მეთოდების დამატება. პლატფორმა ახლახან განახლდა - გაუმჯობესდა მისი ინტერფეისი და დაემატა ბმულით გადახდის მეთოდი. თუ პროდუქციას/სერვისს სოციალური ქსელით ყიდით, რადგან არ გაქვთ საკუთარი ვებგვერდი და არც დეველოპერის რესურსი, მაშინ თქვენს ბიზნესს ბმულით გადახდის საუკეთესო შესაძლებლობას ვთავაზობთ. სერვისი დაგეხმარებათ: • მიიღოთ გადახდები ვებგვერდის შექმნის გარეშე; • დაზოგოთ დრო და რესურსი; • გაუმარტივოთ მომხმარებელს გადახდის პროცესი; • გაზარდოთ გაყიდვები. გარდა ამისა, განახლებული გადახდების მენეჯერი კიდევ უფრო ინტუიციური გახდა - ბიზნესები გადახდებზე სრულ ინფორმაციას იღებენ, ახალი ფუნქციონალებით შეუძლიათ მოითხოვონ ფიზიკური თუ ონლაინ გადახდების მეთოდები, გააანალიზონ მიღებული შემოსავლების დინამიკა და ეფექტიანად მართონ საქმიანობა. გადახდების მენეჯერის მეშვეობით შესაძლებელია ვებგვერდზე გადახდის ღილაკის დამატება ან სრულიად დისტანციურად, ფიზიკური ტერმინალის მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ ონლაინ გადახდის მეთოდის მოთხოვნაზე დასტურის მიღების შემდეგ, მის ინტეგრაციას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. პლატფორმა ონლაინ გადახდების მრავალფეროვან მეთოდებსაც აერთიანებს. თითოეული მათგანი კი გადახდის პროცესს ამარტივებს და ბიზნესს გაყიდვების ზრდაში ეხმარება. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია: • ბარათით გადახდა; • BOG ავტორიზაციით გადახდა; • PLUS და MR ქულებით გადახდა; • GOOGLE PAY-ით გადახდა; • APPLE PAY-ით გადახდა; • ონლაინ განვადებით გადახდა; • სასაჩუქრე ბარათით გადახდა; • ნაწილ ნაწილ გადახდა; • ბმულით გადახდა. პლატფორმაზე ასევე ერთიანდება მიღებული გადახდების ისტორია, რაც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის საჭირო ოპერაციები შეასრულოს. მაგალითად, დააბრუნოს ან გაყოს თანხა, გააუქმოს განვადება, გადმოწეროს ამონაწერები სასურველი პარამეტრებით ან ფორმატით და სხვა. გარდა ამისა, "საქართველოს ბანკი" მერჩანტებს სთავაზობს ონლაინ ჩარიცხვებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, მყისიერად მიიღონ თანხა ანგარიშზე როგორც კი გადახდა პოს ტერმინალზე ან ელ. კომერციაში დასრულდება. ეს უსწრაფესი პროცესი უზრუნველყოფს, თანხები პირდაპირ მერჩანტის ანგარიშზე, რეალურ დროში ჩაირიცხოს, რაც გამორიცხავს შეფერხებებს და აუმჯობესებს ფულადი სახსრების მოძრაობას. მერჩანტებს შეუძლიათ ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები, ჰქონდეთ სწრაფი წვდომა შემოსავლებზე. შესაბამისად, აქვთ შესაძლებლობა, მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილება შექმნან. ამ ფუნქციის მეშვეობით ბანკი ბიზნესებს ფინანსური ტრანზაქციების გამარტივებასა და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებაში ეხმარება. გაიგეთ მეტი გადახდების მენეჯერის შესახებ ამ ბმულიდან ხოლო თუ არ ხართ "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.
კუპრაძე - ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



