|
2024-08-14 13:11:34, 311 ნახვა
საზოგადოება
ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენა „თიბისი კონცეპტში“
“თიბისი კონცეპტი“, დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში? გამოფენას “თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე 15 სექტემბრის ჩათვლით მასპინძლობს. ექსპოზიციას გალერეის ორი სართული ეთმობა, ორივე სართულის ექსპოზიცია მძაფრად არის ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მიუხედავად კონტრასტისა ერთ მთლიანობას ქმნის და დამთვალიერებელს მხატვრის სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა ემოციას თუ კითხვებს აჩენს. პირველი სართულის გალერეაში წარმოდგენილია სხვადასხვა დროს შექმნილი სკულპტურები და ინსტალაცია, ხოლო მეორე სართულზე მის მიერ 1998 წელს შექმნილი ნამუშევარი - ხელნაკეთი წიგნი “ელენეს”, მიძღვნილი მისი შვილისთვის, რომელიც გრაფიკული ჩანახატების ენაზე შესრულებული ერთი ნამუშევარია. ეს წიგნი განსაკუთრებული ეტაპია ხელოვანის შემოქმედებაში და მის დანარჩენ პროექტებთან მიმართებაში შეიძლება განიხილოს როგორც ერთ-ერთ საბაზისო ნამუშევრად. როგორც ავტორი აღნიშნავს: „ამ წიგნში, ვესაუბრები ჩემს შვილს წარმოსახვითი ვიზუალური ენით, ვუზიარებ იმას, რასაც ვერ გავამჟღავნებდი, ან დავტევდი სიტყვებში, ნახატი ინახავს სინამდვილეს, რომელიც თვითონ გადმოსცა თავისუფალმა წარმოსახვამ ინტერპრეტაციის გარეშე“. იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში ? ეს სათაურია პირველ სართულზე წარმოდგენილი ექსპოზიციის. ნამუშევარი ასახავს სიტუაციას, რომელზეც ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, ექსპოზიცია გამოხატავს რამდენიმე რთულ კომბინაციას რომელიც ვერ წყდება მხოლოდ ერთ ჭრილში. თანმდევი ტექსტი ამ მრავალგანზომილებიანი დიალოგის მცირედი ვერსიაა, რომელიც ისევე როგორც პირველი ნამუშევარი „ელენეს“ დიდ სივრცეს უტოვებს მოფიქრალს და აღმქმნელს, რათა ბევრი კუთხიდან განიხილოს პრობლემა, სურათი თუ ექსპოზიცია. ნინო ჩუბინიშვილი / ჩუბიკა, (დაიბ.1969) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1990იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენის და კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა კოსტიუმის დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში (Institut Français de la Mode). აქვს ისეთი მოდის სახლებთან მუშაობის გამოცდილება როგორებიცაა კენზო და პიერ კარდენი. ჩუბიკა როგორც მოდის სამყაროს ისე თანამედროვე სახელოვნებო სცენის მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1990-იან წლებში იყო არაფორმალური მულტიმედიური არტისტული ჯგუფის გოსლაბის წევრი. გამოფენის ხანგრძლივობა: 15 სექტემბერი, 2024. მისამართი: “თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)