08:14 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-09 15:02:56, 355 ნახვა

საზოგადოება
გენერალური პროკურორი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

მათი ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი ბადაშვილი და ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლორენ იდსი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ნატა წნორიაშვილი ესწრებოდნენ. 

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი გაბიტაშვილმა ელჩ რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან საქართველოს პროკურატურასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის განვითარება. გენერალურმა პროკურორმა აშშ-ის ელჩს, ასევე, პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, თავის მხრივ, გიორგი გაბიტაშვილს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას საქმიანობაში წარმატებები უსურვა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics