2024-08-06 11:40:34, 334 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის
ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე ან მისი საქმიანობის შეფერხებაზე არანაირი საუბარი არ არის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია. “მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით, ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ახლა მაინც შეეცადონ და მეტ-ნაკლებად ნიველირება მოახდინონ იმ ადამიანებმა, ვინც საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ იმ გარემოებების გამოყენებას, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან გახლავთ დაკავშირებული. ყველამ მინდა კარგად იცოდეს, რომ საუბარი არის რეალურად რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არცერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება. ამის მიუხედავად სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში გადაიხედოს მიმდინარე პროექტები. შესაბამისად, შეფასდეს მიმდინარეობა და ამის მიხედვით ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჩვეულად და მას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ არამხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ეს არის გლობალურად ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინიციატივები, რომლის განხორციელებაც დაგეგმილად ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ურთიერთობა ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და ამ თვალსაზრისით მიზეზი ამ სახის ამ თემასთან დაკავშირებული სიმულაციებისთვის ყველა ამის მსურველ ადამიანს რეალურად, მოესპობა“,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრის განმარტებით, "ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის განვითარება და ამ თვალსაზრისით კვლევითი თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებს შორის საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა". "მტკნარი სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს 95-მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა, საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ. ამასაც გარკვეული შეფასება დასჭირდება და შეიძლება ეს რიცხვიც არ იყოს. ეს კარგი პროექტებია და ვფიქრობ, გაცილებით მაღლა დგას თავისი ჰუმანიტარული და იდეალური მიზნებიდან გამომდინარე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში“,- აღნიშნა სარჯველაძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, Sheraton Batumi - ყველა ჩანაწერი არსებობს, ამოღებული არ არის, ჩანაწერს ვინახავთ 1 თვის განმავლობაში
სალომე ზურაბიშვილი - გვერდით ვდგავარ ხალხთან რომელიც იფიცება
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - ვუერთდებით სახალხო პროტესტს
საქართველოში საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ბაიდენმა მთავარი ყურადღება ბოლო საგარეო-პოლიტიკურ სიტყვაში უკრაინას დაუთმო
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბრიკსში გაწევრიანების დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს - ექსკლუზივი
ომი უკრაინაშირუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა
უკრაინა პოკროვსკში ქვანახშირის მოპოვებას რუსული არმიის მოახლოების გამო აჩერებს
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
|