15:52 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-05 11:48:02, 510 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კომპლექსი მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ასევე, სტარტაპ აქსელერატორს, საერთაშორისო IT სკოლას, საკონფერენციო სივრცეს, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, სხვადასხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიებს და ასევე, ახალ ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები, რაც ნიშნავს იმას, რომ "ქუთაისი ასევე გაჩნდება საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე როგორც რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიური ცენტრი".

“ქუთაისი და ყოფილი პარლამენტის შენობა იდეალური ადგილია, რათა ამოქმედდეს რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბი. სიახლოვე, ერთი მხრივ, საერთაშორისო აეროპორტთან და ტექნოლოგიური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან, მეორე მხრივ კი უნიკალური ფართი ასეთი მასშტაბური პროექტისთვის, ძალიან მალე ქუთაისს გადააქცევს სამეცნიერო - ტექნოლოგიურ და IT - ბიზნესის მიზიდულობის ცენტრად. შედეგად, ქუთაისი და ზოგადად იმერეთის მხარე მიიღებს დამატებით ინვესტიციებს, მათ შორის, არაპროფილურ ბიზნესებში,  სერვისის ინდუსტრიებში, ახალ სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია, განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივებს.

2014 წელს, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში. დღეს საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა 9 ტექნოპარკი, რაც ერთი ფანჯრის პრინციპით ინოვაციური იდეების მქონე საქართველოს მოქალაქეებს  კომერციალიზაციაში ეხმარება. ტექნოლოგიური ჰაბის სწორედ რეგიონში გახსნა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს და შედეგად, მივიღებთ ტექნოლოგიურად უფრო მეტად განვითარებულ რეგიონებს, უკეთ მომზადებულ კადრებს და მეტ ტექნოლოგიურ ბიზნესებს, რაც ცალსახად გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას როგორც რეგიონში, ისე მთლიანად გლობალურ ბაზარზე. 

 აღსანიშნავია, რომ პროექტის განვითარების საწყის ეტაპზევე დიდია დაინტერესება IT ბიზნესის მხრიდან, რათა გახსნან წარმომადგენლობები დიდი შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგიურ ჰაბში. მოსალოდნელია, რომ პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპებზე ასეთი დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზრდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო წილოსანი - ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი
კუპრაძე - ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics