|
2024-08-04 15:19:03, 579 ნახვა
სამართალი
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო. "შუამდგომლობის საფუძველზე მოთხოვნილი იქნა ბრალდების მხარის მიერ დაპატიმრება იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ შინაარსი რაც არის ბრალის, რაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ არის გადმოცემული, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მოგვეთხოვა დაპატიმრება - ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება",- უთხრა საქმის პროკურორმა, კონსტანტინე ცაცუამ ჟურნალისტებს. სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა აფგან სადიგოვმა და თქვა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. "ილჰამ ალიევის ხელისუფლებას მუდმივად ვამხელდი. ვწერდი და ვაქვეყნებდი სტატიებს, როგორ აგროვებდა პრეზიდენტი არაკანონიერი გზებით ქონებას. ყველა მსგავს ქმედებაზე კი ვიღებდი გზავნილებს ალიევის წარმომადგენლების მხრიდან, რომ გავჩუმებულიყავი. ვამხელდი შინგან საქმეთა სამინისტროს არაკანონიერ ქმედებებს. შემომითვალეს კიდეც, რომ თუ არ გავჩერდებოდი, არ შევწყვეტდი ფაქტების გასაჯაროებას, ცუდად დავამთავრებდი. მემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიკვდილით. ეს ჩემი საქმე იყო. მე ჟურნალისტი ვარ, მათ კი კრიტიკული აზრის ჩახშობა უნდათ. 6 თვით ჩამსვეს ციხეში გამოგონილი ბრალდებით, მაწამებდნენ ელექტროშოკით. არ ვიცი, როგორ დავაღწიე თავი იქიდან. წამოვედი საქართველოში და აქ ვითხოვე თავშესაფარი. ახლა კი ვარკვევ, რომ თურმე, ჩემ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო დაწყებული. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, შეტყობინებაც კი არ მიმიღია. დამიჯერეთ, ეს სუფთა პოლიტიკური დევნაა",- განაცხადა სადიგოვმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ, 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა".
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)