02:44 - 19 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-04 11:35:25, 407 ნახვა

სამართალი
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სადიგოვი 2024 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.

აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა", - უთხრეს "ექსპრესნიუსს" შსს-ში.

სადიგოვის ინტერესებს "უფლებები საქართველო" იცავს. 

"არსებული ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა სადიგოვი დააკავეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც სადიგოვს ბრალს სდებს აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის მიმართ ჩადენილ მუქარასა და გამოძალვაში. 

საქართველოს პროკურატურა სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს",- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს სურს განახორციელოს რამდენიმე შეტევითი მოქმედება ზაპოროჟიას მიმართულებით, აღმოსავლეთში, ხარკოვისა და სუმის მიმართულებით
ტრამპი - პუტინთან შევთანხმდით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე
თეთრი სახლი მშვიდობის დამყარების შემდეგ რუსეთთან უზარმაზარ ეკონომიკურ გარიგებებს აცხადებს
თეთრი სახლი ტრამპ-პუტინის საუბრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics