17:07 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-30 12:21:30, 421 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში მეწყერს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

სამხრეთ ინდოეთში, კერალას შტატში მეწყერს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ დაშავებულთა რაოდენობა 70-ს აღემატება.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მეწყერმა რეგიონის მთავარი ხიდი წაიღო, რაც სამძებრო ოპერაციას ართულებს. ხიდი სტიქიის ზონას უახლოეს ქალაქთან აკავშირებდა. დროებითი ხიდის ასაშენებლად მობილიზებულია არმია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics