10:05 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-29 10:16:08, 408 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვა - ღამით 39 დრონით 5 ოლქზე შეტევა იყო

რუსეთის ოლქებზე დრონებით შეტევა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო Telegram-ზე ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდასხმა კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, ბრიანსკისა და ლენინგრადის ოლქებზე განხორციელდა. 

მათივე ინფორმაციით, 5 ოლქში, ჯამში, 39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბარი არ არის ორიოლის ოლქზე, თუმცა მისი გუბერნატორი ანდრეი კლიჩკოვი აცხადებს, რომ დრონების ჩამოგდება აღნიშნულ ოლქშიც მოხდა.

"გლაზუნოვსკის რაიონში მტრის 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დაშავებულები არ არიან, თუმცა, ადგილობრივ ელექტროსადგურზე არის დაზიანება",- ამბობს გუბერნატორი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics