2024-07-22 10:22:38, 384 ნახვა
მსოფლიო
ობამა - ჩვენ შეგვახსენეს კიდევ ერთხელ, რომ ბაიდენი უმაღლესი ხარისხის პატრიოტია
![]() ჯო ბაიდენი იყო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი, ასევე ჩემთვის ძვირფასი მეგობარი და პარტნიორი. დღეს ჩვენ ასევე შეგვახსენეს კიდევ ერთხელ, რომ ის უმაღლესი ხარისხის პატრიოტია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავრცელებს. ობამა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მან საერთაშორისო დონეზე აღადგინა აშშ-ის პოზიცია მსოფლიოში, გამოაცოცხლა ნატო და მოახდინა მსოფლიო მობილიზება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესიას წინ აღუდგეს. "16 წლის წინ, როდესაც დავიწყე ვიცე-პრეზიდენტის ძებნა, ვიცოდი ჯოს შესანიშნავი კარიერის შესახებ საჯარო სამსახურში. მაგრამ ის, რამაც მე უფრო მეტად აღმაფრთოვანა, იყო მისი ხასიათი, მისი ღრმა თანაგრძნობა და შრომით მიღებული გამძლეობა; მისი ფუნდამენტური წესიერება და რწმენა, რომ ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი ბაიდენი თანამდებობის დაკავების დღიდან ისევ და ისევ ავლენდა ამ ხასიათს. მან ხელი შეუწყო პანდემიის დასრულებას, შექმნა მილიონობით სამუშაო ადგილი, შეამცირა მედიკამენტების ღირებულება, მიიღო იარაღის უსაფრთხოების პირველი მნიშვნელოვანი კანონმდებლობა 30 წლის განმავლობაში, გააკეთა უდიდესი ინვესტიცია ისტორიაში კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად და იბრძოდა შრომის უფლებების უზრუნველსაყოფად... ჯოზე უკეთესად არავის ესმის ამ არჩევნების ფსონები - ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში და რასაც "დემოკრატიული პარტია" იცავს, რისკის ქვეშ დადგება, თუ დონალდ ტრამპს დავუბრუნდებით თეთრ სახლში და "რესპუბლიკელები" კონგრესს გააკონტროლებენ. მე ისიც ვიცი, რომ ჯოს უკან არასდროს დაუხევია. ის, რომ შეხედოს პოლიტიკურ ლანდშაფტს და გადაწყვიტოს, რომ ჩირაღდანი ახალ ნომინანტს უნდა გადასცეს, ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე რთულია მის ცხოვრებაში, მაგრამ მე ვიცი, რომ ის არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, თუ არ დარწმუნდებოდა, რომ ეს სწორი იქნებოდა აშშ-სთვის. ეს არის ჯო ბაიდენის მიერ სამშობლოს სიყვარულის დადასტურება და ისტორიული მაგალითი იმისა, რომ ნამდვილი საჯარო მოხელე კიდევ ერთხელ აყენებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს საკუთარზე წინ. უახლოეს დღეებში ჩვენ ვიმოგზაურებთ ამოუცნობ წყლებში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტიის ლიდერები შეძლებენ, შექმნან პროცესი, საიდანაც გამოვა ღირსეული კანდიდატი. მე მჯერა, რომ ჯო ბაიდენის ხედვა დიდსულოვანი, აყვავებული და ერთიანი აშშ-ის შესახებ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ყველას, სრულად იქნება ნაჩვენები აგვისტოში, დემოკრატიული კონვენციის დროს. მე ველოდები, რომ თითოეული ჩვენგანი მზად არის, მიიღოს იმედისა და პროგრესის გზავნილი ნოემბრამდე და მის შემდეგ. ახლა მე და მიშელს უბრალოდ გვინდა, გამოვხატოთ სიყვარული და მადლიერება ჯოსა და ჯილის მიმართ, რომ ასე ოსტატურად და გაბედულად გვიხელმძღვანელეს ამ სახიფათო დროს, მათი ერთგულებისთვის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეალებისადმი, რომლებზეც დაფუძნდა ეს ქვეყანა",- ნათქვამია ობამას განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა - გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის
ონისე ცხადაძე - მათეს მინდა ვუთხრა: ეს ქვეყანა არც მოსამართლისაა, არც პროკურორის, ეს ქვეყანა არის თქვენი!
რეზო კიკნაძე მერაბ დვალიშვილს - ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელის ირანზე თავდასხმა აშკარა პროვოკაციაა
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის
![]() უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|