20:19 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 17:51:19, 642 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - თუ ბატონი ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ ვიმუშავებთ - ამის არ გვეშინია

რაც შეეხება ომის დასრულებას და როგორია პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, დონალდ ტრამპის ხედვა, მისი ზოგადი მოსაზრებებო ჩემთვის გასაგებია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, უკრაინა მასთან ითანამშრომლებს.

"ჩვენ ახლა ჯერ ვერ განვიხილავთ ტრამპის პრეზიდენტობას, რადგან მადლობა ღმერთს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამერიკელი ხალხი ირჩევს და არცერთი სხვა ქვეყანა არ ახდენს გავლენას ამაზე. ისინი დიდ პატივს სცემენ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, ჩვენს ჯარისკაცებს და მე. ამიტომ, მე ვხედავ, რომ ჩვენ განვავითარებთ შესაბამის ურთიერთობებს იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი დადგება.

ასე რომ, მე აქ დიდ საფრთხეებს ვერ ვხედავ. რაც შეეხება ომის დასრულებას და როგორია პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, დონალდ ტრამპის ხედვა, მისი ზოგადი მოსაზრებებო ჩემთვის გასაგებია. ვფიქრობ, თუ ბატონი დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ ვიმუშავებთ. მე ამის არ მეშინია", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics