2024-07-11 11:46:18, 669 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ტრამპის არჩევის შემთხვევაში, აშშ ნატოს წევრ ქვეყნად დარჩება
დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში, აშშ ნატოს წევრ ქვეყნად დარჩება,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგი ასახელებს სამ მიზეზს, რის გამოც, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ დატოვებს.
"პირველი მიზეზი ისაა, რომ ძლიერი ნატო მომგებიანია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. აშშ იქნება ძლიერი ძლიერ ალიანსთან ერთად, რომელიც 32 ქვეყანას აერთიანებს. რუსეთს არ ჰყავს ზურგად მსგავსი კავშირი, ჩინეთს არ ჰყავს ასეთი ალიანსი. აშშ მსოფლიო ეკონომიკის 25%-ია, მაგრამ თავის პარტნიორებთან ერთად – მსოფლიო ეკონომიკის 50%. ამიტომ, ძლიერი ნატო შეერთებული შტატების ინტერესებში შედის; მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ აშშ-ში არის ნატოს წევრობის ორპარტიული მხარდაჭერა. სენატის და პალატის წარმომადგენლები, ყველანი იმეორებენ, რომ აშშ-ისთვის მომგებიანია ძლიერი ალიანსი", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,