|
2024-06-26 10:45:27, 427 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ხელმძღვანელი ახალი ვადით დარჩება
ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის ხელმძღვანელის ახალ ვადით შეთანხმდა. ამის შესახებ Politico ევროკავშირის სამთავრობო სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს. ის ჩაანაცვლებს ხოსეპ ბორელს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წლის დეკემბრიდან იყო. ევროსაბჭოს პრეზიდენტი პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა იქნება. ეს თანამდებობა ადრე ჩარლზ მიშელს ეკავა. 27 ივნისს, ბრიუსელის სამიტზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ყველა მეთაურს წარუდგენენ ურუსლა ფონ დერ ლაიენის, კაი კალასისა და ანტონიო კოსტას კანდიდატურებს. ევროპის სახალხო პარტია (EPP) 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული გამოვიდა. ამ არჩევნების შედეგად, ფონ დერ ლაიენი, რომელიც ეკუთვნის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), რომელიც არის EPP-ის ნაწილი, იღებს უფლებას ხელმძღვანელობდეს კავშირის აღმასრულებელ შტოს კიდევ ხუთი წლის განმავლობაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)