22:58 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 20:53:12, 474 ნახვა

მსოფლიო
შმიგალი - ეს ისტორიული დღეა ჩვენი ერისთვის - წინ რთული გზაა, მაგრამ ამისთვის მზად ვართ

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ეხმაურება.

შმიგალის თქმით, წინ რთული გზაა, მაგრამ უკრაინა ამისთვის მზად არის.

"დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის გაწევრიანების შესახებ ევროკავშირში. ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ერისთვის. ევროკავშირი ჩვენთვის არის გაცილებით მეტი ვიდრე უბრალოდ ფიზიკური სივრცე. ეს არის ფასეულობები და იმედი. უკრაინის ათასობით შვილმა გაწირა სიცოცხლე დამოუკიდებელი, ევროპული უკრაინისთვის. 

მე ქედს ვიხრი მათ წინაშე და იმ სამხედროების წინაშე, რომლებმაც ეს დღე შესაძლებელი გახადეს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რომ მიზანს მივაღწიოთ. გვესმის, რომ წინ რთული გზაა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - წერს შმიგალი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics