04:02 - 31 Jul, 2026
|
2016-02-16 12:26:34, 622 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. H1N1 ტიპის ვირუსით გარდაცვალების ეს უკვე მე-7 შემთხვევაა. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს, ბოლო მონაცემებით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 259-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 82 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფიელბაში მოთავსებულია 14 პაციენტი. სულ გარდაცვლილია 7 პაციენტი. ამასთან, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე, პიკი აღინიშნებოდა მიმდინარე წლის მე–4 კვირას. მე–6 კვირის მონაცემებით კი, ინციდენტობის მაჩვენებლის დინამიკა კლებადია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)