11:00 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 14:15:50, 373 ნახვა

მსოფლიო
„გვსურს, ვიეტნამთან მეგობრული ურთიერთობა გავაძლიეროთ“ - პუტინი ჰანოიში ჩავიდა

რუსეთს სურს ვიეტნამთან „ტრადიციულად მეგობრული“ ურთიერთობა გააძლიეროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ვიზიტისას განაცხადა. 

 პუტინმა ვიეტნამის პრეზიდენტ ტო ლამთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანასთან რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთისა და ვიეტნამის პოზიციები დიდწილად ემთხვევა ან ერთმანეთან ახლოსაა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, „ორივე ქვეყანა მტკიცედ იცავს საერთაშორისო სამართლის უზენაესობის, სუვერენიტეტის, სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს“.

პრეზიდენტებმა ასევე ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ვიეტნამში, ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics