07:29 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 23:32:49, 638 ნახვა

საზოგადოება
თელავში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თელავში თბილისის გზატკეცილზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

დანაშაული ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მოხდა, სადაც ინციდენტამდე ახალგაზრდები ქეიფობდნენ. სავარაუდოდ მათ შორის შეხლა-შემოხლას ორი ახალგაზრდას დაჭრა მოჰყვა.

დაჭრილები თელავის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომაროება კრიტიკულად მძიმეა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. მიმდინარეობს თვითმხილველების დაკითხვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics